RSS

კუნძულ იონაგუნის საიდუმლო

გახსოვთ ალბათ ერთ–ერთ პოსტში როკის ტბის წყალქვეშა პირამიდებზე ვწერდით. საქმე ისაა, რომ აღნიშნული პირამიდების  ამგვარი უცნაური მდებარეობა ერთადერთი შემთხვევა არაა.
არც ისე დიდი ხნის წინ (1985 წლის გაზაფხულზე) იაპონიის უკიდურეს
დასავლეთ ნაწილში, კუნძულ იონაგუნზე,მყვინთავებმა, სრულიად შემთხვევით, ზღვის ქვეშ  აღმოაჩინეს  პირამიდა და მასთან ერთად მთლიანი სატაძრო კომპლექსი.აღმოჩენამ ისტორიკოსებსა
და გეოლოგებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. მიუხედავად იმისა,რომ აშკარად იკვეთებოდა სატაძრო კომპლექსის იდეალურად სწორი წახნაგები, კლდეში ნაკვეთი ფორმები,
მეცნიერები მაინც თვლიდნენ, რომ საქმე  მხოლოდ ბუნების შემოქმედებასთან ჰქონდათ. მიზეზი მარტივი იყო – კომპლექსი, თუ დავუშვებთ რომ ადამიანის ხელით იყო შექმნილი, იმ ადგილზე არა
უადრეს 10 ათასი წლის წინ უნდა აეგოთ, როდესაც მსოფლიოს
ოკეანეთა დონე 40 მეტრით დაბლა იყო დღევანდელთან შედარებით.
ამასვე ადასტურებს იქვე ახლოს ნაპოვნი ხმელეთისთვის
დამახასიათებელი მცენარეული საფარის ნაშთები.
ისტორიკოსთა მიხედვით,ათი ათასი წლის წინანდელი ადამიანი ან შემგროვებელი ან მონადირე იყო და რა თქმა უნდა არ ფლობდა იმ საშუალებებს რაც ამგვარი კომპლექსის ქვაში გამოკვეთისთვის იყო საჭირო. ამიტომაც  წყალქვეშა კომპლექსის „ადამიანურობას” ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.

თუმცა ოპონენტებს საწინააღმდეგო აზრი აქვთ და ასევე, საკუთარ თვალებს მეტად ენდობიან. იონაგუნის კომპლექსი საკმაოდ წააგავს სამხრეთ ამერიკის შემაღლებულ ადგილებზე აგებულ  სატაძრო კომპლექსებს, განსაკუთრებით საკსაიუამანისა   და კენკოსას , რომელიც მთლიანად პერუს ანდების კლდეებშია ნაკვეთი.

კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა , რომ არა Discovery Channel–ის მიერ გაგზავნილი მკვლევარ აკვალანგისტთა ჯგუფი,რომელნიც ზღვის ფსკერზე წააწყდნენ ადამიანის ქანდაკებას, ისეთივე  ბუმბულებიანი თავმოსართავით,როგორიც ცენტრალური

ამერიკის ქანდაკებების მორთულობის ანალოგიურია. ასევე გასაოცარია ის მსგავსებაც კონსქტუქციულ გადაწყვეტაში,რომელიც იაპონიიის წყალქევშა კომპლექსსა და მაჩუ–პიკჩუს სამლოცველოს შორის არსებობს. ორივეგან მშენებლები კედლების გადაკვეთის ადგილას რუსული გ–ს ფორმის ქვებს იყენებდნენ, რათა „უნაკერო„  გადაბმა უზრუნველეყოთ. ინკები ქვას არა მარტო მოსახერხებელ სამშენებლო  მასალად განიხილავდნენ,არამედ აღმერთებდნენ მას.უსახელო ოსტატებმა იცოდნენ ქვის დამუშავების განსაკუთრებული ტექნოლოგიები, მათ ააგეს ისეთი უნიკალური ნაგებობანი, რომელთაც გაუძლეს მიწისძვრებს, ასეული წლების განმავლობაში მუდმივ ქარსა და წვიმებს და დღევანდლამდე დაუზიანებლად მოაღწიეს.

გამოცანად რჩება ანდებში აღმოცენებულმა კულტურამ როგორ ჰპოვა გავრცელება ასე შორ მანძილზე, სულ სხვა კონტინენტის ნაპირებთან.აღმოჩენილი მასალა უფრო მეტ საფიქრალს და საკვლევს ტოვებს. სხვაგვარად არც შეიძლება.

 
 

Tags: , , , , ,

3000 წლის წინანდელი ციხესიმაგრის მცველი ლომები

ლომის ქანდაკება, რომელიც თურქეთში აღმოჩენილ კუნულუას ციხესიმაგრის კარიბჭეს ამკობდა სულ რაღაც  3 000 წლისაა. ციხესიმაგრე  კუნულუა   ნეო–ხეთების დედაქალაქ  პატინას(ძვ.წ–აღ.. 950-725 წწ)  იცავდა. აღნიშნული კარიბჭე ძლიერ წააგავს ხეთების სამეფო ქალაქ კარკემიშის კარიბჭეს, რომელიც 1911 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა სერ ლეონარდ ვულმა აღმოაჩინა.

 ლომმა დღევანდლამდე სრული სახით მოაღწია. ის დაახლოებით 1,3 მ სიმაღლისა და 1,6 მ სიგრძისა. გამოსახულია  მჯდომარე  პოზაში,  ხახადაფჩენილი , თითქოს იღრინება, ყურები უკან აქვს გადაწეული და რელიეფის საერთო მოცულობაში ზის.

იქვე ახლოს ნაპოვნი იქნა სხვა ქანდაკებაც: ლომებით გარშემორტყმული ადამიანის ფიგურა, რაც საკმაოდ გავრცელებული მოტივია ახლოაღმოსავლურ კულტურაში , მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიანიშნებს სახელწოდებაც „პატრონი და ცხოველები“  რაც აღნიშნავს ცივილური წესრიგის დამყარებას ქაოტურ ბუნებისმიერ სამყაროზე.

 „ლომების, სფინქსისა თუ უზარმაზარი ქანდაკებების გვერდით აღმატებულად პატრონისა და ცხოველების მოტივის  არსებობა რკინის ხანის ასურულ–ანატოლიური  სამეფო ქალაქის ციხესიმაგრის კარიბჭესთან, მიანიშნებს  ბრინჯაოს ხანის ხეთურ ტრადიციების გაგრძელებაზე რაც ხაზს უსვამდა მათ სიმბოლურ როლს , როგორც სასაზღვრო ზოლისას და მეფის როლს როგორც ზეციურ წარმომადგენელს დედამიწაზე, ან კარიბჭის მცველისას. „

გააზრებულად მორთული კარიბჭე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სამეფო საზეიმო ცერემონიალებისთვის , რომელიც მმართველი წრის ლეგიტიმაციას ახდენდა.

კომპლექსის კარიბჭე სავარაუდოდ,ასურელების შემოსევების დროს (ძვ.წ–აღ 738 წ), დანგრეულა, როდესაც აღნიშნული ადგილი ასურელთა წმინდა სალოცავის ცენტრალურ ეზოდ გადაკეთდა.

მკვლევართა აზრით, სტილისტურად ლომები ახლოს დგანან სვეტების ბაზისების წყვილად ლომებთან, რომელიც 1930 წელს იქნა აღმოჩენილი ასურული ტაძრის შესასვლელთან.

ან ხელახლა გამოყენებული ან ასურელთა ბატონობის დროს გამოქანდაკებული ლომის ეს გვიანი  ფიგურები აშკარად ადგილობრივ ნეო–ხეთურ მქანდაკებლურ ტრადიციას აგრძელებს, რომელიც დახვდათ ასურელებს და ფაქტიურად  არ განუცდიათ  არანაირი გავლენა მოსული კულტურისა, რასაც მკვლევარები  დიდი ხნის განმავლობაში მცდარად ვარაუდობდნენ.

წყარო:

 
 

Tags: , , , , , , , ,

რკინის ხანის ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს „მხატვრულად“ აფორმებდნენ

არქეოლოგებმა საქსონია–ანჰალტში 2600 წლის წინანდელი კედელი  აღმოაჩინეს, რომლის ფერადოვანმა შემკულობამ დღემდე საკმაოდ ხასხასა ფერებით მოაღწია.  „ჩვენ უკვე ვიცით , რომ პრეისტორიული ხანის სახლები არ იყო ნაცრისფერი, უღიმღამო ნაგებობანი, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. ისინი საკმაოდ ფერადოვნად იხატებოდა“ , განაცხადა არქეოლოგმა ჰარალდ მელერმა, და დაამატა, რომ ეს ალპებში დღემდე აღმოჩენილი რკინის ხანის  ყველაზე დიდი კედელია.

წარმმართველი ფერებია წითელი, ჩალისფერი (ბეჟი) და თეთრი. პიგმენტებად პრეისტორიული ხანის მხატვრები იყენებდნენ რკინის ჟანგისმაგვარ ნივთიერებას (რკინის ოქსიდი), რაც ოქრას მოწითალო ფერს აძლევდა. ნახატებში ჩანს როგორც გეომეტრიული  ( სამკუთხა თუ ინგლისური ს–ის მაგვარი), ისე სიმბოლური ხასიათის შემცველი ფორმები. აღნიშნული კედელი შესაძლოა შეასძლოა რაიმე მნიშვნელოვანი ნაგებობის ფასადიც ყოფილიყო.

არქეოლოგებმა კედელი ორი წლის წინ (2009) , ახალი ჩქაროსნული მატარებლის ხაზის გაყვანის დროს წარმოებული გათხრების დროს, სოფელ ვენუნგენთან  ახლოს, ჰალიდან დაახლოებით 40 კმ–ის დაშორებით, აღმოაჩინეს . კედელი 1500 მდე ფრაგმენტისგან შედგებოდა. ექსპერტები ორი წელი მუშაობდნენ მის აღდგენაზე . საბოლოოდ 2 მეტრი სიმაღლის და 1,5 მეტრი სიგრძის კედელი წარსდგა მათ წინაშე. კედლის ერთი ნაწილი 2012 წელს რკინის ხანის  მუდმივმოქმედ გამოფენაზე იქნება გამოტანილი.

წყარო:

 
2 Comments

Posted by on 12/08/2011 in გერმანია

 

Tags: , , , ,

იერუსალიმში აღმოჩენილი ორი არტეფაქტის შესახებ

იერუსალიმში , დავითის ქალაქსა და იერუსალიმის არქეოლოგიურ  ბაღს შორის გაყვანილ ძველ (2ათასი წლის)  სადრენაჟო სისტემაში აღმოჩენილ იქნა რომაელი მეომრის ხმალი თავისი ტყავის ბუდით  და  ქვის  გრავიურა მენორას  გამოსახულებით, ორივე ჩ.წ.ა 66 წლით დათარიღებული.

პროფესორმა რონი რაიკმა განაცხა რომ,ხმალი შესაძლოა ეკუთვნოდეს იმ რომაელ ქვეით ჯარისკაცს რომლის ლეგიონიც დიდი აჯანყების დროს (66წ) იერუსალიმში  იყო განთავსებული. იმ დროს იქ კიდევ ოთხი რომაული ლეგიონი იმყოფებოდა. ეს უკვე მესამე რომაული ხმალია რომელიც იერუსალიმში იქნა ნაპოვნი– დაახლოებით 60 სმ სიგრძის, მხატვრულად გაფორმებული და ტყავის ბუდის  წყალობით მშვენივრად შემონახულა.

რაც შეეხება ქვის ექსპონატს, ისიც იქვე სადრენაჟო არხის გვერდით, ნიადაგში იქნა აღმოჩენილი. ქვაზე ნახატი ბასრი საგნითაა ამოკაწრული (შესაძლოა ლურსმნით). რაიკის განცხადებით ამ გამოსახულების მნიშვნელობა საკმაოდ დიდია , რადგან ეს მენორის  თავდაპირველი სახის საკმაოდ მიახლოებულ ვარიანტს წაროადგენს – კვადრაპოდი (ოთხფეხი) შეკრული იატაკზე დადგმული  კვადრატული ჩარჩოთი. აღნიშნული არტეფაქტის  ჰარამ –აშ–შარიფთან აღმოჩენა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მკვლევარებს და იქვე ტაძრის არსებობას ვარაუდობენ. რადგან მენორა წმინდა საგანთაგან ერთ–ერთია რომელიც ტაძარში იყო დავანებული.

გათხრების შედეგად ჯერ მხოლოდ ძველი არხის, რომელიც დაახლოებით 600 მეტრი სიგრძისაა,ნახევარი გაიხსნა. . წინამორბედი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა  იმ ხალხის კვალი გამოავლინეს , რომელნიც  სადრენაჟო არხში ცხოვრობდნენ და რომაელებს ემალებოდნენ  იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევის ჟამს. სადრენაჟო არხი ასევე გამოიყენებოდა ალყაშემორტყმული ქალაქიდან თავის დასაღწევად.

ნაპოვნი ნივთები ტიშა ბ’ავის (ავის  (ივლისი–აგვისტო) მეცხრე დღე)  დროს ემთხვევა, იმ დროს როდესაც იერუსალიმის პირველი და მეორე ტაძარი მიწასთან გასწორდა. ეს დღე იუდაიზშმი იხსენიება როგორც ყველაზე სევდიანი დღე ებრაელთა ისტორიაში.

წყარო:

 
 

Tags: , , , ,

აშელის ეპოქა და საქართველო

პალეოლითი (ძველი ქვის ხანა) იყოფა სამ ძირითად ეპოქად. ესენია: ქვედა პალეოლითი (2,5 მლნ-300 0000), შუა პალეოლითი (300-40000) და ზედა პალეოლითი (40-10000). თითოეული ეპოქის შიგნით გამოიყოფა რამდენიმე კულტურა, რომლებიც, თავის მხრივ, გარკვეულ პერიოდებთან და რეგიონებთან არიან დაკავშირებულნი.

აშელი ეწოდება არქეოლოგიურ ინდუსტრიას, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ ადამიანებს, ძირითადად ჰომო ერექტუსებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა პალეოლითის ეპოქაში. აშელის ქრონოლოგია 1 მლნ წლის წინ (დაახლოებით 1,5-1,2 მლნ წწ) იწყება და მთავრდება დაახლოებით 100000 წლის წინ, თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ეს ეპოქა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. ის გავრცელდა აფრიკიდან ჩრდილოეთით, დასავლეთ აზიასა და ევროპაში.

ინდუსტრიას სახელი ეწოდა ჩრდ. საფრანგეთში, ქ. ამიენთან, სოფლის კომუნა სენტ-აშელის გამო, რომლის მახლობლად პირველად იქნა დადგენილი ეს ინდუსტრია XIX-ში.

აშელისთვის დამახასიათებელია ქვის უხეშად დამუშავება. ამ ეპოქას მიეკუთვნება ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა კლექტონი და რომელიც ხასიათდება მასიური, გლუვ დარტყმის მოედნიანი ანატკეცებითა და ნამზადებით. ამას გარდა, ამავე ეპოქაში იღებს სათავეს ქვის დამუშავების ისეთი დახვეწილი ტექნიკა, როგორიცაა ლევალუა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნუკლეუსზე წინასწარ განზრახული ფორმის დამუშავებას და მიღებას სპეციალური მეთოდებით. აშელის ეპოქაში გავრცელდა ისეთი იარაღების დამზადების ტექნოლოგია, როგორიცაა ორმხრივ დამუშავებული იარაღები, ბიფასები, კლივერები და სხვ. ხელცული (ბიფასი) უნივერსალური იარაღია, რომელიც გამოიყენებოდა მრავალი მიზნით, საჩეხად, ხის, ტყავის საჭრელად და სხვ.

აშელში ცნობილია უბიფასო და ბიფასებიანი აშელი. უბიფასო აშელი, კლექტონური ტიპის ინდუსტრია, აღმოჩენილია კახეთში, ადგ. ზიარში. სამწუხაროდ, ეს ძეგლი ჯერ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და ზუსტი თარიღებიც არ გვაქვს.

ბიფასებიანი აშელი დამახასიათებელია სამხრეთ საქართველოსთვის (ჯავახეთის ზეგანზე), ხოლო დას. საქართველოში აშელური მასალით მდიდარი მრავალი პუნქტია დადასტურებული. ეს მასალა მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და არ არის სრულფასოვანი არქეოლოგიური ძეგლები, რომელთა შესწავლა მოგვცემდა სრულყოფილ ინფორმაციას ამ ეპოქის შესახებ.

საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი აშელური ძეგლია სტრატიფიცირებული და, შესაბამისად, მაღალი მეცნიერული ღირებულიების მატარებელი. ეს ძეგლებია წონას მღვიმე, კუდარო I და კუდარო III. ეს მღვიმეები მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჯავის რ-ში და დღეს იქ მუშაობა შეუძლებელია, თუმცა, ეს ძეგლები საკმაოდ კარგად ისწავლებოდა და გვაქვს გარკვეული თარიღები, ასევე მოსაზრებები მათ ასაკთან დაკავშირებით (1 მლნ-350000წწ).

აშელური სადგომები დადგენილია დას. საქართველოშიც, კერძოდ, ზემო იმერეთის პლატოზე. ეს არის კლექტონური ინდუსტრია, თუმცა, აქ აღმოჩენილია რამდენიმე ხელცული. მათგან ერთი კლასიკური ფორმისაა.

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში ხელცულები მეტად მწირი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

სამეგრელო, კოლხეთის დაბლობი და მთისწინა ზოლიც თითქმის შეუსწავლელია ძველი ქვის ხანის კუთხით. გარკვეული მასალა მხოლოდ შემთხვევითი აღმოჩენების საფუძველზეა შეკრებილი. ეს მასალა ინახება მარტვილის მუზეუმში. მუზეუმში ვიზიტისას და კოლექციების მოწესრიგების დროს, რაც განხორციელდა ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ, აღმოვაჩინეთ ფონდში დაცული ჩვენთვის მეტად საინტერესო ნივთი. ეს არის ორი ცალი აშელური ხელცული (სავარაუდოდ, შუა ან ფინალური აშელური ეპოქის), რამდენიმე შუა პალეოლითური ლევალუაზური ლამელა და ერთი წაგრძელებული უნიპოლარული, რეტუშირებული ლამელა. ეს უკანასკნელი ტიპოლოგიურად მიეკუთვნება ადრეულ შუა პალეოლითს (300-130000 წწ). მსგავსი ნივთები დადასტურებულია ე.წ. ჯრუჭულა-კუდაროს კულტურის ძეგლებზე. ამ ძეგლებიდან ჯრუჭულის მღვიმე დათარიღებულია საფრანგეთის ლაბორატორიებში და დასტურდება მისი ზემოთ მოტანილი არქაული თარიღი.

ის, რომ სამეგრელოს რეგიონში პირველად დადასტურდა აშელური და ადრეული შუა პალეოლითური ნივთების არსებობის ფაქტი, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია თავად არქეოლოგიური, დაუზიანებელი, სტრატიფიცირებული ძეგლის მოძიებაც. ის ფაქტი, რომ ეს რეგიონი თითქმის შეუსწავლელია ამ თვალსაზრისით, ახალი ძეგლების აღმოჩენის დიდ იმედს გვისახავს.

მუზეუმში დაცულია რამდენიმე მღვიმეში მოპოვებული არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მრავალფენიანი ძეგლები, სადაც წარმოდგენილია პალეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები. ეს ძეგლებია ჯორწყუ, დოშაყე, ბალდა და სხვ.

დღეისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა კვლევა საშუალებას მოგვცემს, თვალი გგავადევნოთ ადამიანის, კულტურისა და პალეოგარემოს განვითარებას უზარმაზარი ეპოქის განმავლობაში.

მთლიანად რეგიონი მეტად მდიდარი ჩანს არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური კუთხით და აქვს დიდი პოტენციალი როგორც ამ მიმართებით, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

წყარო:

 

Tags: , , , , , ,

პირველყოფილი ადამიანი სამხრეთ აზიაში მილიონ წელზე ადრე მივიდა

ინდოეთი: პირველყოფილი ადამიანის მუდმივად ვარირებად   გადაადგილების  რუკას  კიდევ ერთი ახალი გზა შეემატა. ინდოეთში ნაპოვნი აშელის პერიოდის 70 ხელცული, ადრეული ქვის ხელსაწყოები, ფიქრობენ რომ ყველაფერი ეს ჰომო ერექტუსის მიერ არის დამზადებული, ასევე ასეულობით სხვა იარაღი იქნა აღმოჩენილი სამხრეთ ინდოეთში და პალეომაგნიტური და კოსმოგენიური მეთოდის მიხედვით ჩატარებული ცდით ნამარხ ნუკლიდზე, თარიღდება 1–1,5 მილიონ წლებს  შორის მონაკვეთის დაშორებით. ამის საფუძველზე ასკვნიან რომ, პირველყოფილი ადამიანის გარკვეულმა სახეობამ დატოვა აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი 500 000 წლით ადრე ვიდრე ამას დღემდე ვარაუდობდნენ.

(Courtesy Shanti Pappu, Sharma Centre for Heritage Education)

 
 

Tags: , ,

როკის ტბის უძველესი პირამიდები

როკის ტბა ვისკონსისნის შტატში, ქალაქ მედისონიდან დაახლოებით 40 კმ–ში მდებარეობს. ტბის სიგრძე – 8, ხოლო სიგანე–დაახლოებით 4 კმ–ია. 1836 წელს ნათანაელ ჰეიერმა ტბაში შემთხვევით აღმოაჩინა ქვისგან აგებული ბრტყელგადახურვიანი პირამიდა და მას ატცალანი უწოდა. ამასთანავე ივარაუდა რომ პირამიდის ასაკი არანაკლებ 1000 წელია.თუმცა უკვე 1862 წლიდან ჟურნალებში გამოჩნდა სენსაციური ცნობები როკის ტბის პირამიდების შესახებ, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ატცალანი გაცილებით ძველია დანარჩენ პირამიდებზე. თუკი ეს პირამიდები ამერიკელი ინდიელების წინაპართა აგებულია რატომ ან საიდან აღმოჩნდა იგი რამდენიმე ათასი წლის წინ წარმოქმნილი ტბის ქვეშ? დასკვნა– ნაგებობა გაცილებით ძველია ვიდრე ყველა ინდიელი ტომი. 1900 წელს როკის ტბის მიდამოებში ძლიერი გვალვა იყო. ქალაქის მერმა თევზაობისას სულ ახლოს, თავისი ნავის ქვეშ დაინახა ქვის პირამიდები, თუმცა ამჯერად ამ ხელახალი აღმოჩენით რატომღაც არავინ დაინტერესებულა.

1936 წლის გაზაფხულზე ვინმე ვიქტორ ტეილორმა განაცხადა , რომ ტბის ქვეშ გახსნა ოთხი პირამიდა , სავარაუდოდ აცტეკების მიერ აგებული. ამ განცხადების საფუძველზე დოქტორმა ბ.უ. სონდერსმა მოაწყო ეკსპედიცია წყალქვეშა პირამიდების გამოსაკვლევად.ვარაუდობდა , პირამიდებზე რაიმე წარწერების მიკვლევას და მათ საფუძველზე პირამიდების დათარიღებას, იცოდა რა რომ აცტეკები ვისკონსინიდან საკმაოდ მოშორებით , მექსიკის ტერიოტორიაზე მოსახლეობდნენ. პირამიდებით დაინტერესებული იყო ასევე აკვალანგისტი მაქს ჯინ პოული, რომელმაც თვითნაკეთი წყალქვეშა მოწყობილობის წყალობით განსაზღვრა პირამიდების ადგილმდებარეობა. ერთ–ერთი პირამიდა რომელიც მან აღწერა ტბის შუაგულში იდგა : „ნაგებობას აქვს გადაჭრილი პირამიდის ფორმა, რომლის თავზეც პატარა კვადრატული მოედანია 1,4 მეტრის სიგრძის გვერდებით. პირამიდის სიმაღლე–8,83მეტრია კვადრატის საფუძველის სიგრძე– 5,43მ. ნაგებია თლილი ქვებით, რომელიც სამშენებლო დუღაბითაა შეკრული. თუ ქვებს მწვანე ნადებს შემოვაცლით თანაბარ ნაცრისფერ ზედაპირს ადვილად გავარჩევთ“–წერს თავის დღიურში პოული. თუმცა ეს იყო და ეს , პირამიდები ისევ დავიწყებას მიეცა.

1967 წლის 30 ივლისს , მთელი 30 წლის შემდეგ, ტბის გამოკვლევა შვიდმა აკვალანგისტმა ითავა, ერთ–ერთმა მათგანმა , რომელიც წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორი გახლდათ, ქვის სამი ფრაგმენტი ამოიტანა წყლიდან , რომელიც ერთ–ერთი პირამიდის წინ მდებარე 6X12 მ ფართობის მოედანს მოატეხა. თუმცა მან ვერ მოახერხა იმის დამტკიცება რომ ქვები სწორედ წყალქვეშა პირამიდის ნაწილი იყო და ბევრმა კოლეგამ ის თაღლითობაში დაადანაშაულა. მის მერე სხვა ბევრი აკვალანგისტი იკვლევდა როკის ტბას და პირამიდების ხილვის საშუალებაც მიეცათ(კრეგ სკოტი,ჯონ შულიაკი). შულიაკი აღწერს  ნანახ პირამიდებს : ერთ–ერთი მათგანი 4 მეტრის სიგრძის და 30 მეტრი სიგანის იყო, 2,43 მ ზე ამოწეული, სხვადასხვა ზომის ფილებით აგებული, ყველაზე ფართო ფილები საფუძველში ეწყო ხოლო უმცირესი პირამიდის წვერისკენ, ქვები ერთმანეთზე მჭიდროს არის მიწყობილი და ბეტონისმაგვარი ნაერთით შედუღაბებული.

1790 წელს ჟურნალი Skin Diver წერდა როკის ტბის საიდუმლოებაზე: „ ეს პირამიდები ძალიან უცნაურია და ძალიან ძველი, ისინი ისეთ ადგილზე არიან რომ მათი იქ აგება შეუძლებელია. ლოგიკის მიხედვით მათი არსებობა ეჭვქვეშ უნდა დადგეს, თუმა ისტორია ხშირად ლოგიკას არად დაგიდევთ.

რატომ დაერქვათ როკის ტბის პირამიდებს „უჩვეულო“ (დაუჯერებელი) ადვილი ასახსნელია: 13 ივე მათგანი ხომ ვიღაცის მიერ არის აგებული, და არა წყლის ქვეშ , არამედ ხმელეთზე. ამგვარად , პირამიდები ააგეს მაშინ როდესაც ამ ადგილზე ტბა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ანუ არანაკლებ 12 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდის დასასრულს. დათარიღების სხვა საშუალებები კიდევ უფრო გასაოცარ შედეგებს იძლევა –დაახლოებით 16 ათასი წლის წინ! ამ დროს ყინული ნელ–ნელა დნება და ტოვებს უამრავ ტბას და მდინარეს, ხოლო ამერიკის კონტინენტის ნაწილი ჯერ კიდევ ყინულქვეშაა მოქცეული. დიდი ტბები აშშ–სა და კანადას შორის სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა. მოყოლებული ამ დროიდან ღრმული , რომელშიც როკის ტბა არის წარმოქმნილი არასოდეს განიცდიდა წყლის ნაკლებობას. თუ ეს ადგილი გამყინვარების პერიოდში ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული , მაშინ გაურკვეველია როგორ გაუძლეს პირამიდებმა ყინულის მასის ზეწოლას?

წყარო: 

 

Tags: , , , , , , ,