RSS

როკის ტბის უძველესი პირამიდები

07 Aug

როკის ტბა ვისკონსისნის შტატში, ქალაქ მედისონიდან დაახლოებით 40 კმ–ში მდებარეობს. ტბის სიგრძე – 8, ხოლო სიგანე–დაახლოებით 4 კმ–ია. 1836 წელს ნათანაელ ჰეიერმა ტბაში შემთხვევით აღმოაჩინა ქვისგან აგებული ბრტყელგადახურვიანი პირამიდა და მას ატცალანი უწოდა. ამასთანავე ივარაუდა რომ პირამიდის ასაკი არანაკლებ 1000 წელია.თუმცა უკვე 1862 წლიდან ჟურნალებში გამოჩნდა სენსაციური ცნობები როკის ტბის პირამიდების შესახებ, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ატცალანი გაცილებით ძველია დანარჩენ პირამიდებზე. თუკი ეს პირამიდები ამერიკელი ინდიელების წინაპართა აგებულია რატომ ან საიდან აღმოჩნდა იგი რამდენიმე ათასი წლის წინ წარმოქმნილი ტბის ქვეშ? დასკვნა– ნაგებობა გაცილებით ძველია ვიდრე ყველა ინდიელი ტომი. 1900 წელს როკის ტბის მიდამოებში ძლიერი გვალვა იყო. ქალაქის მერმა თევზაობისას სულ ახლოს, თავისი ნავის ქვეშ დაინახა ქვის პირამიდები, თუმცა ამჯერად ამ ხელახალი აღმოჩენით რატომღაც არავინ დაინტერესებულა.

1936 წლის გაზაფხულზე ვინმე ვიქტორ ტეილორმა განაცხადა , რომ ტბის ქვეშ გახსნა ოთხი პირამიდა , სავარაუდოდ აცტეკების მიერ აგებული. ამ განცხადების საფუძველზე დოქტორმა ბ.უ. სონდერსმა მოაწყო ეკსპედიცია წყალქვეშა პირამიდების გამოსაკვლევად.ვარაუდობდა , პირამიდებზე რაიმე წარწერების მიკვლევას და მათ საფუძველზე პირამიდების დათარიღებას, იცოდა რა რომ აცტეკები ვისკონსინიდან საკმაოდ მოშორებით , მექსიკის ტერიოტორიაზე მოსახლეობდნენ. პირამიდებით დაინტერესებული იყო ასევე აკვალანგისტი მაქს ჯინ პოული, რომელმაც თვითნაკეთი წყალქვეშა მოწყობილობის წყალობით განსაზღვრა პირამიდების ადგილმდებარეობა. ერთ–ერთი პირამიდა რომელიც მან აღწერა ტბის შუაგულში იდგა : „ნაგებობას აქვს გადაჭრილი პირამიდის ფორმა, რომლის თავზეც პატარა კვადრატული მოედანია 1,4 მეტრის სიგრძის გვერდებით. პირამიდის სიმაღლე–8,83მეტრია კვადრატის საფუძველის სიგრძე– 5,43მ. ნაგებია თლილი ქვებით, რომელიც სამშენებლო დუღაბითაა შეკრული. თუ ქვებს მწვანე ნადებს შემოვაცლით თანაბარ ნაცრისფერ ზედაპირს ადვილად გავარჩევთ“–წერს თავის დღიურში პოული. თუმცა ეს იყო და ეს , პირამიდები ისევ დავიწყებას მიეცა.

1967 წლის 30 ივლისს , მთელი 30 წლის შემდეგ, ტბის გამოკვლევა შვიდმა აკვალანგისტმა ითავა, ერთ–ერთმა მათგანმა , რომელიც წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორი გახლდათ, ქვის სამი ფრაგმენტი ამოიტანა წყლიდან , რომელიც ერთ–ერთი პირამიდის წინ მდებარე 6X12 მ ფართობის მოედანს მოატეხა. თუმცა მან ვერ მოახერხა იმის დამტკიცება რომ ქვები სწორედ წყალქვეშა პირამიდის ნაწილი იყო და ბევრმა კოლეგამ ის თაღლითობაში დაადანაშაულა. მის მერე სხვა ბევრი აკვალანგისტი იკვლევდა როკის ტბას და პირამიდების ხილვის საშუალებაც მიეცათ(კრეგ სკოტი,ჯონ შულიაკი). შულიაკი აღწერს  ნანახ პირამიდებს : ერთ–ერთი მათგანი 4 მეტრის სიგრძის და 30 მეტრი სიგანის იყო, 2,43 მ ზე ამოწეული, სხვადასხვა ზომის ფილებით აგებული, ყველაზე ფართო ფილები საფუძველში ეწყო ხოლო უმცირესი პირამიდის წვერისკენ, ქვები ერთმანეთზე მჭიდროს არის მიწყობილი და ბეტონისმაგვარი ნაერთით შედუღაბებული.

1790 წელს ჟურნალი Skin Diver წერდა როკის ტბის საიდუმლოებაზე: „ ეს პირამიდები ძალიან უცნაურია და ძალიან ძველი, ისინი ისეთ ადგილზე არიან რომ მათი იქ აგება შეუძლებელია. ლოგიკის მიხედვით მათი არსებობა ეჭვქვეშ უნდა დადგეს, თუმა ისტორია ხშირად ლოგიკას არად დაგიდევთ.

რატომ დაერქვათ როკის ტბის პირამიდებს „უჩვეულო“ (დაუჯერებელი) ადვილი ასახსნელია: 13 ივე მათგანი ხომ ვიღაცის მიერ არის აგებული, და არა წყლის ქვეშ , არამედ ხმელეთზე. ამგვარად , პირამიდები ააგეს მაშინ როდესაც ამ ადგილზე ტბა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ანუ არანაკლებ 12 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდის დასასრულს. დათარიღების სხვა საშუალებები კიდევ უფრო გასაოცარ შედეგებს იძლევა –დაახლოებით 16 ათასი წლის წინ! ამ დროს ყინული ნელ–ნელა დნება და ტოვებს უამრავ ტბას და მდინარეს, ხოლო ამერიკის კონტინენტის ნაწილი ჯერ კიდევ ყინულქვეშაა მოქცეული. დიდი ტბები აშშ–სა და კანადას შორის სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა. მოყოლებული ამ დროიდან ღრმული , რომელშიც როკის ტბა არის წარმოქმნილი არასოდეს განიცდიდა წყლის ნაკლებობას. თუ ეს ადგილი გამყინვარების პერიოდში ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული , მაშინ გაურკვეველია როგორ გაუძლეს პირამიდებმა ყინულის მასის ზეწოლას?

წყარო: 

 

Tags: , , , , , , ,

One response to “როკის ტბის უძველესი პირამიდები

  1. TEA

    01/10/2012 at 13:16

    აუ რა სისულელეა რა რაიმე ვერ ვნახე რა ვახ!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: